ინფორმაცია მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ!

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება  26 ივლისს.

გამოცდის ჩატარების ადგილი: თბილისი, ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა (მუხიანის მე-3 მ/რ).

ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-b.png

მოსწავლე საგამოცდო სექტორში უნდა გამოცხადდეს: 09:00 საათიდან

გამოცდა დაიწყება: 10:00 საათზე

 

ტესტის სტრუქტურა:

ბილეთი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.

20 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით.

5 ამოცანა - 8 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ამოცანის 1,1 ქულით, 2-ს 1,2 ქულით, 1-ს 1,4 ქულით, რაც იქნება ბილეთში მითითებული.

ტესტის მაქსიმალური ქულაა 26.

ტესტირების ხანგძლივობა 2,5 საათი.

სკოლაში ჩაირიცხება 130 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე. სკოლაში ჩაირიცხება აგრეთვე ის მოსწავლე, რომლსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 130-ე მოსწავლეს.

 

მისაღები გამოცდებისთვის რეგისტრაცია გაგრძელდება 2020 წლის 21 ივლისის ჩათვლით.


შეგახსენებთ რეგისტრაციის პირობებს:

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სკოლაში.

  • ონლაინ რეგისტრაციისას, შესაბამის ველში უნდა აიტვირთოს: ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2019-20 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი. ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, მოსწავლემ, ასევე თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც). პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აუცილებლად უნდა იყოს ფოტოსურათიანი.

ონლიან რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

  • სკოლაში რეგისტრაციის მსურველს შეუძლია გამოცხადდეს სკოლაში ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N113.

რეგისტრაციისას მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს: ა) განაცხადი (ივსება ადგილზე); ბ) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2019-20 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი. გ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, მოსწავლემ, ასევე აუცილებლად თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც). პირადობის დამადატურებელი დოკუმენტი აუცილებლად უნდა იყოს ფოტოსურათიანი.

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს: მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი. გამოცდაზე შეიძლება არ დაიშვას მოსწავლე, რომლის წლიური შეფასება მათემატიკაში არის 8 ან ნაკლები. გამოცდაზე არ დაიშვება მოსწავლე, რომელმაც 2019-20 სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი

 

სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდებისა და შემაჯამებელი წერების ბილეთების სანახავად გადადით ბმულზე.

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!


ზემოთ